|
2019-07-18 18:46:57, 3438 ნახვა
კომენტარი
ტორნტონი R2-ის საქმეზე: NDI ყოველთვის მხარს უჭერს თავისუფალი მედია გარემოს მნიშვნელობას
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა ტორნტონი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც ტორნტონი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, NDI ყოველთვის მხარს უჭერს მრავალფეროვანი და თავისუფალი მედია გარემოს მნიშვნელობას. "ტელეარხსა და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თქვენი შეხედულების მიუხედავად, უნდა არსებობდეს შეშფოთება ოპოზიციური ხმებისა და დემოკრატიული დებატების გაგრძელებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით 2020 წლის არჩევნებისთვის. NDI ყოველთვის მხარს უჭერს მრავალფეროვანი და თავისუფალი მედია გარემოს მნიშვნელობას", - წერს ლორა ტორნტონი. ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა. გარდა ამისა, უსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დაარეგისტრირა. ამასთან, „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)