21:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-15 11:08:08, 2454 ნახვა

ეკონომიკა
იანვარ-ივნისში, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით, 0.6%-ით შემცირდა

2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 968.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით ნაკლებია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 1 775.4 მილიონი აშშ დოლარი იყო (11.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4 192.9 მილიონი აშშ დოლარი (4.9 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-ივნისში 2 417.4 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 19 ივლისს გამოქვეყნდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics