|
2015-07-05 14:56:52, 1202 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთის პრემიერი: გავიმარჯვებთ და მივაღწევთ იმას, რომ ევროპამ ჩვენს არჩევანს პატივი სცეს
საბერძეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი დარმწუნებულია, რომ რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობა გადაწყვეტს, რომ კრედიტორების მიერ წამოყენებული პირობები არ მიიღოს. "ბერძენი ერი გზავნის დემოკრატიის მესიჯს საკუთარი თავმოყვარეობის შესახებ. ბევრმა შეიძლება არ მიაქციოს ყურადღება მთავრობის სურვილს, მაგრამ ნუ დააიგნორებთ მას. ჩვენი მოსახლეობის სურვილია, იცხოვროს თავისუფლად.დარწმუნებული ვართ, გავიმარჯვებთ და მივაღწევთ იმას, რომ ევროპამ პატივი სცეს ჩვენს არჩევანსა და სურვილს, რაც უკეთეს პირობებში ცხოვრებაში გამოიხატება",-განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, საბერძნეთში რეფერენდუმი მიმდინარეობს, რომლითაც მოსახლეობა გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა კრედიტორების მიერ წამოყენებული პირობები. ფინანსთა მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აღნიშნული პირობების მიღების შემთხვევაში, ის თანამდებობას დატოვებს. ანის ვარუფაკისმა კრედიტორები ბერძნების „ტერორიზირებაში“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ევროპა ტრილიონ ევროს დაკარგავს, თუკი საბერძნეთის კოლაფსს დაუშვებს. მემარცხენე მინისტრმა საზოგადოებას კრედიტორთა გეგმის უარყოფისაკენ მოუწოდა და უგულებელყო ქვეყნის ევროპელი პარტნიორების გაფრთხილება იმის შესახებ, რომ კრედიტორთა პირობების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში საბერძნეთმა, შესაძლოა, ევროზონა დატოვოს.
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)