|
2019-07-11 15:57:09, 2143 ნახვა
ეკონომიკა
ლოურენს მერედიტი: ევროკავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ერთად გაცილებით უფრო ძლიერები არიან
„ფორუმი მნიშვნელოვანია სამი მიზეზის გამო. პირველ რიგში, ესაა მოსახლეობა - ევროკავშირმა ინვესტირება უნდა მოახდინოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსახლეობაში, ადამიანურ კაპიტალში. მეორე - ჩვენ ულევ შესაძლებლობებს ვხედავთ ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ციფრულ სივრცე, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. და მესამე მიზეზი - ეს ყველაფერი უშუალო კავშირშია საყოველთაო კეთილდღეობასთან. ჩვენ გვჯერა, რომ ამ ფორუმის საშუალებით შეიძლება გავზარდოთ კეთილდღეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რადგან ევროკავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები გაცილებით უფრო ძლიერები არიან ერთად“, - განაცხადა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და ინსტიტუციების მშენებლობის დირექტორატის დირექტორმა ლოურენს მერედიტმა. მან მოხსენება გააკეთა ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმზე. ფორუმში საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას უმაღლესი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნეს გაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ. აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი მნიშვნელოვანია, როგორც კიდევ ერთი პლატფორმა საქართველოს და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამასთან, ის იძლევა აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საშუალებას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)