|
2019-07-11 11:32:41, 1145 ნახვა
ეკონომიკა
გემთმფლობელებს საქართველოს პორტებში მნიშვნელოვანი შეღავათები დაუწესდათ
საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვის გაზრდის ხელშეწყობისათვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით გემთმფლობელებს მნიშვნლოვანი შეღავათები დაუწესდათ. სააგენტოს საფასურის წესში შესული ცვლილებების თანახმად იმ გემებს, რომლებიც საქართველოს წყლებში ერთი და იგივე შემოსვლის განმავლობაში რამდენიმე ნავსადგურში შევლენ, ნებისმიერ ნავსადგურში პირველადი შესვლისას მოუწევთ სააგენტოს მიერ გაწეულ მომსახურების საფასურის სრული ოდენობით გადახდა, ხოლო მეორე და შემდგომ ნავსადგურში შესვლის შემთხვევაში საფასური 50%-ით შეუმცირდებათ. აქამდე არსებული წესის თანახმად გემს საქართველოს თითოეულ ნავსადგურში შესვლისას ყოველ ჯერზე სრული საფასური უნდა გადაეხადა, რის გამოც გემთმფლობელები თავს არიდებდნენ ტვირთების სხვადასხვა ნავსადგურში (ბათუმი, ფოთი, ყულევი) დაცლას, რაც ტვირთების მიმღები კომპანიების უკმაყოფილებას იწვევდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)