|
2019-07-10 19:43:19, 1024 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე: ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან ერთად, რომ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ
„ჩვენ კომპლექსურად ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან ერთად, რომ იმ გამოწვევებს რაც უკავშირდება ტურისტულ სეზონს, ღირსეულად ვუპასუხოთ. ექნება მაქსიმალური ხელშეწყობა მცირე და საშუალო საოჯახო სასტუმროებს და ჩვენ ვაპირებთ, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად ფინანსურად დაეხმაროს მეწარმეებს, როგორც ქობულეთში, ასევე ბათუმში", - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. ქობულეთის ბულვარის 1200 მეტრი სიგრძის რეაბილიტირებული და განახლებული სანაპირო საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრთან, მაია ცქიტიშვილთან ერთად დაათვალიერეს. ქვეყნის და რეგიონის პირველი პირები მოსახლეობას და დამსვენებლებს შეხვდნენ და გაესაუბრნენ. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამაღლდეს ტურისტული პოტენციალი ქობულეთში. ძალიან ბევრი საშუალო ზომის სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა. და მიუხედავად გამოწვევებისა, მიღებულია ადგილობრივ მეწარმეებზე მაქსიმალური დახმარების გადაწყვეტილება, რათა არცერთი პროექტი, არცერთი ინვესტიცია, თუნდაც მცირე მოცულობის, არ შეჩერდეს. „ივნისი იყო ძალიან წარმატებული. დაახლოებით 40%-იანი ზრდა გვქონდა ჩვენ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შემდეგ დაიწყო გამოწვევები, თუმცა დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ამ ყველაფერს გავუმკლავდებით."-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ქობულეთის ბულვარის განახლებაზე ჯამში 9 მილიონი ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი ბულვარი, გაიზარდა კურორტის სანაპირო ზოლი, შემცირდა შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება სანაპიროზე, რაც ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ტურისტული სეზონისთვის დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით სარგებლობის საშუალებას აძლევს. პროექტი ასევე მოიცავს ბულვარის სასეირნო ზოლის მოწესრიგებას, ველო-ბილიკების მოწყობას, მწვანე ზოლის გაშენებას, განათების სისტემის განახლებას, მრავალფუნქციური სპორტული მოედნის მშენებლობას, საბავშვო ატრაქციონებისა და სპორტული ტრენაჟორების განთავსებას.
(NS)
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)