|
2019-07-09 13:47:05, 1296 ნახვა
ეკონომიკა
ავიაკომპანია AtlasGlobal-ი თბილისის მიმართულებით ფრენებს განაახლებს
თურქული ავიაკომპანია „AtlasGlobal"-ი, რომელმაც საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება გასული წლის აპრილში შეწყვიტა, თბილისის მიმართულებით ფრენებს მიმდინარე წლის 16 ივლისიდან განაახლებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანიის მიერ, წარმოდგენილი ფრენის განრიგების შესაბამისად, სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ფრენები ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (26 ოქტომბერი), კვირაში 7 სიხშირით (ყოველდღიურად) შესრულდება. რეგულარული რეისები Airbus A319, A320, A321 და A330 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, თურქულ ავიაკომპანიას საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 8 ივლისს მიენიჭა. „AtlasGlobal"-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2013 წელს, „Atlasjet"-ის სახელით შემოვიდა. ავიაკომპანია 2001 წელს დაფუძნდა და მოკლე პერიოდში ერთ-ერთ წარმატებულ და სწრაფად მზარდ ავიაგადამზიდველად ჩამოყალიბდა თურქეთში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)