|
2019-07-06 16:08:36, 4195 ნახვა
მსოფლიო
რომის პაპმა ვლადიმერ პუტინს „მსოფლიოს მფარველი ანგელოზის“ მედალი აჩუქა - Intefax
რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს "მსოფლიოს მფარველი ანგელოზის" მედალი აჩუქა, - ამის შესახებ Interfax კრემლის პრესმდივნზე დმიტრი პესკოვზე დაყრდნობით იუწყება. მანამდე აღნიშნული ინფორმაცია ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა გაავრცელა. მედია საშუალების ცნობით, მედალი პანტიფიკოსის მმართველობის 6 წელს უკავშირდება. ის პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლის იუბილეს ეძღვნება. მედალზე დატანილია წარწერა, რომელიც რომის პაპ პია მე-12-ს ეკუთვნის, რომელიც მან 1939 წლის 24 აგვისტოს წარმოთქვა: "არაფერი იკარება მშვიდობაში. ყველაფერი შეიძლება დაკარგო ომში". აღსანიშნავია, რომ რომის პაპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 4 ივლისს შედგა. პანტიფიკოსმა პუტინს ვატიკანში, რომის პაპის ბიბლიოთეკაში უმასპინძლა და შეხვედრა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საჩუქრების გაცვლის ცერემონია გაიმართა. ფრანცისკემ რუსეთის პრეზიდენტს გრავიურა აჩუქა, რომელზეც წმინდა პეტრეს მოედანია გაოსახული. მედია წერს, რომ გრავიურის ჩუქებისას რომის პაპმა პუტინს უთხრა: "ეს იმისთვის, რომ რომი არ დაგავიწყდეთ". კრემლის ლიდერმა თავის მხრივ პანტიფიკოსს პავლესა და პეტრეს გამოსახულებით ხატი აჩუქა. ცნობისთვის, ეს პანტიფიკოსის და ვლადიმერ პუტინის რიგით მესამე შეხვედრა იყო. პირველად ისინი ერთმანეთს ვატიკანში 2013 წელს შეხვდნენ, ხოლო შემდეგი შეხვედრა 2015 წლის ივნისში შედგა.
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)