23:57 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-05 18:45:33, 1121 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე: ჩვენი ამოცანაა, რომ აჭარაში წელს გვქონდეს წარმატებული ტურისტული სეზონი

საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან  სამუშაო შეხვედრისას აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს რეგიონისთვის აქტუალური საკითხები ეკონომიკის, ჯანდაცვისა და ტურიზმის მიმართულებით.

„ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ წელს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გვქონდეს წარმატებული ტურისტული სეზონი.  აჭარის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აკეთებს ყველაფერს, რომ მაქსიმალურად იყოს   დაცული ჩვენი მოქალაქეების, ქართული ოჯახების ეკონომიკური ინტერესები" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყველას მოუწოდა, რომ შვებულება საქართველოში გაატარონ. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics