10:07 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-05 15:09:10, 3432 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკის პარტიის ლიდერი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის პარტიის გამო საპარლამენტო არჩევნები ჩაიშალოს

უკრაინის პრეზიდენტის, პარტიის „ხალხის მსახურის“ ლიდერი დიმიტრი რაზუმკოვი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მოძრაობის გამო საპარლამენტო არჩევნები დაგეგმილ დროს ჩაიშალოს.

როზუმკოვის განმარტებით, არჩევნებში „ახალი ძალების მოძრაობის“ მონაწილეობის გამო, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ბიულეტენების ხელახლა დაბეჭდვა უწევს. 

"სიტუაცია საკმაოდ რთული და სახიფათოა, რადგან რამდენადაც ჩემთვის ცნობილია 5 მილიონი ბიულეტენი უკვე დაბეჭდილია. ახლა, როდესაც "ახალი ძალების მოძრაობა" არჩევნებში მონაწილეობას, საჭიროა ახალი ბიულეტენების დაბეჭდვა, რაც ბევრ დროსთან და ზედმეტ ხარჯეთან არის დაკავშირებული. ეს ფინანსური დანახარჯი ბიუჯეტში გათვლილი არ იყო. საჭიროა დამატებითი დრო, რომ ყველა ბიულეტენი დაიბეჭდოს. ახლა უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები საფრთხის ქვეშ დგას", - განაცხადა ზელენსკის პარტიის ლიდერმა. 

შეგახსენებთ, რომ 29 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პარტია უკრაინაში, "ახალი ძალების მოძრაობა" რადას არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics