04:39 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-03 16:44:05, 1311 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე: აქციის დაშლის გამოძიება წასული გახარიას პირობებში უნდა მიმდინარეობდეს

„ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ბაქრაძე არ გამორიცხავს, 20-21 ივნისის აქციის დაშლის გამოძიების შემდეგ ხელისუფლებამ „ჯოხის გადატეხვა“ უბრალო სპეცრაზმელებზე დააპიროს.

ბაქრაძის მოსაზრებით, გამოძიებას მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ მთავარი დაინტერესებული პირი, შს მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგება.

„ვერ ვიქნებით დაზღვეული, რომ გახარიასთვის პასუხისმგებლობის ასაცილებლად არ მოხდება სრულიად უსინდისოდ, რიგით პოლიციელებსა და სპეცრაზმელებზე ჯოხის გადატეხვა და მათი გამოცხადება დამნაშავეებად. ამის საწინააღმდეგოდ არსებობს ერთადერთი საშუალება, ეს არის ახალგაზრდების მოთხოვნა, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა გიორგი გახარიამ, გადადგეს თანამდებობიდან და ამის შემდეგ, აბსოლუტურად ნეიტრალურ და დაუინტერესებელ პირობებში, წასული გახარიას პირობებში, მოხდეს ამ საკითხის გამოძიება და დაისაჯოს ყველა ვინც დამნაშავეა. ოღონდ, გამოძიება და დასჯა ვერასდროს იქნება სრულფასოვანი, თუ პასუხი არ აგო პირველმა პირმა ვისაც ექვემდებარება სამინისტრო, ვინც ვალდებულია სპეცრაზმში ისეთი დისციპლინა ჰქონდეს, რომ თუნდაც მისი ბრძანების გარეშე ვერავინ ვერ გაუხსნას ცეცხლი ადამიანებს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics