|
2019-07-03 10:47:06, 1489 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: მცირე ბიზნესის მხარდაჭერა ჩვენი პრიორიტეტია და სასიხარულოა, რომ ამის აღიარება საერთაშორისო დონეზე მოხდა
„მცირე ბიზნესის მხარდაჭერა არის ჩვენი პრიორიტეტი და ძალიან სასიხარულოა, რომ ამის აღიარება კიდევ ერთხელ მოხდა საერთაშორისო დონეზე" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით ჩატარებული კვლევის შეფასებისას განაცხადა, სადაც საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში პირველ პოზიციაზე დასახელდა. „OECD-მ კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქართველო არის ლიდერი მცირე ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიმართულებით. ასევე მსურს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, რადგან მათ შორის, მათი პროგრამების დახმარებით ხდება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევის თანახმად მომზადებულ რეიტინგში საქართველომ 12 ინდიკატორიდან 9 ინდიკატორში საუკეთესო შეფასება მიიღო. ამასთან, 2018 წლის რეიტინგთან შედარებით ქვეყნის შეფასება და სარეიტინგო ქულა 11 ინდიკატორში გაუმჯობესდა. აღნიშნული ინფორმაცია გამოცხადდა OECD-ის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საფრანგეთის ქალაქ პარიზში გაიმართა და მას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამთავრობო დელეგაციები დაესწრნენ. საქართველოს დელეგაციას წარმოადგენდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)