|
2019-07-02 10:21:12, 2389 ნახვა
მსოფლიო
კარასინი: რუსეთი მზად იყო საქართველოსთის სავიზო რეჟიმი გაეუქმებინა, თუმცა ბოლო მოვლენების გამო გადაიდო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე მოსკოვის რეაქციას „ხისტს, თუმცა ადექვატურ ზომას“ უწოდებს. როგორც კარასინმა აღნიშნა, რუსეთის მოქალაქეებს აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, შექმნილ პირობებში სურთ თუ არა საქართველოში გამგზავრება. თუმცა დასძინა, რომ "სახელმწიფოს ამოცანაა, ხალხის უსაფრთხოებისა და სიმშვიდის სადარაჯოზე იყოს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი“. "ველოდებით საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებას. გვსურს, რომ რუსოფობიური კამპანია დასრულდეს და ჩვენს მოქალაქეებს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მოქალაქეები და ნებისმიერი ნეგატიური ქმედების პრევენცია მოახდინოს. არ უნდა ველოდოთ იმას, რომ აუცილებლად რამე მოხდეს. ჩვენი გადაწყვეტილება აუცილებელი იყო. სანამ ვითარება დაიძაბებოდა, ჩვენი ხელისუფლება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე მსჯელობდა და გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებული იყო, თუმცა რას ვიზამთ, აწი უკეთეს დრომდე უნდა დავიცადოთ", - განაცხადა კარასინმა.
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)