|
2019-06-28 17:23:42, 1935 ნახვა
კომენტარი
მაჭავარიანი: პროტესტი იყო არაპროპორციული - თუ მომავალშიც იქნება შტურმის მცდელობა, რა გინდათ, პოლიციელები სიტუაციას გაერიდონ?!
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ რუსი დეპუტატის საქართველოს პარლამენტში ვიზიტის გამო გამოწვეული პროტესტი არაპროპორციული იყო. მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა პოლიტიკური პროტესტის მაღალ რეგისტრში ასაყვანად ახალგაზრდების გულწრფელი აღშფოთება გამოიყენეს. „რაც შეეხება ძალის გადამეტებას: არავინ გაურბის პასუხისმგებლობას და რომ დაიდება, და თუ ვნახავთ, რომ ეს არის იმაზე მეტი რაც უნდა ყოფილიყო, სისტემური, არა გამონაკლისი ერთი და ორი შემთხვევა, არამედ იყო რაღაცა პრობლემა თვითონ უწყებრივი, არც გიორგი გახარია, არც მე, სკამს არავინ გამოეკერება. მეტსაც გეტყვით, ცას არ გამოვეკერებით და მითუმეტეს, სკამს როგორ გამოვეკერებით, მაგაზე მშვიდად იყავით. რაც შეეხება იმას, რომ პროტესტია და მოდი გავმუხტოთ ამით: თავისთავად ვამბობ, რომ პროტესტი იმ ღამესვე არაპროპორციული იყო. კი ბატონო, მოხდა ის, რომ ძალიან ცუდად გამოიყურებოდა ის სურათი, რომ ის კაცი იქ ჩაჯდა, მაგრამ მალევე, რამდენიმე წუთში მოგვარდა. ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ ეს არის ძალიან სარფიანი და ნოყიერი ნიადაგი იმისთვის, რომ პოლიტიკური პროტესტი მაღალ რეგისტრში აიყვანონ. მესმის ესეც, უამრავი ხალხი დადგა ქუჩაში - ესეც მესმის, შეიძლება პროტესტი 9 დღე და 9 თვეც გაგრძელდეს, მაგრამ რა კავშირი აქვს შტურმთან? გეტყვით რა კავშირი აქვს - ახლა, ამ წუთასვე გამოვიყენოთ ამ ხალხის და ახალგაზრდების ენერგია, იმიტომ, რომ ხვალ, ზეგ შეიძლება განელდეს მათი გულწრფელი პროტესტი და თუ გინდა დავაქციოთ ეს ქვეყანა. თქვენ გინდათ ის სტანდარტი დაამკვიდროთ, რომ თუ მომავალშიც იქნება პროტესტი და შტურმის მცდელობა, პოლიციელები გაერიდონ სიტუაციას?“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)