|
2015-07-03 14:11:07, 391 ნახვა
პოლიტიკა
თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგული ბერდიმუჰამედოვს საპატიო აკადემიკოსის წოდება მიენიჭა
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაწყვეტილებით, თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგული ბერდიმუჰამედოვს საპატიო აკადემიკოსის წოდება მიენიჭა. თურქმენეთის პრეზიდენტისთვის საპატიო აკადემიკოსის წოდების მინიჭების ცერემონია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა და მას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, მეცნიერებათა აკადემიის წევრები და თურქმენეთის დელეგაცია დაესწრო. თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგული ბერდიმუჰამედოვს საპატიო აკადემიკოსის წოდება მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ გადასცა. როგორც კვესიტაძემ აღნიშნა, ეს არის მეცნიერებათა აკადემიის ერთსულოვანი გადაწყვეტილება და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისთვის დიდი პატივია მის საპატიო წევრად თურქმენეთის პრეზიდენტი, მსოფლიოში აღიარებული და ცნობილი პოლიტიკოსი აირჩიოს. მისივე თქმით, თურქმენეთის პრეზიდენტის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსად არჩევა განპირობებულია მისი წვლილით, რომელიც თურქმენეთის პრეზიდენტს მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის ქართველ და თურქმენ ხალხს შორის ურთიერთობის განვითარებისთვის აქვს შეტანილი. თურქმენეთის პრეზიდენტმა ჯილდოსთვის მადლობა გადაიხადა და აღნიშნა, რომ საპატიო აკადემიკოსის დიპლომის მიღება განსაკუთრებული პატივისცემის ნიშანია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)