|
2019-06-27 23:05:25, 1853 ნახვა
კომენტარი
გახარია - პრემიერს ვერ და არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რა ხდებოდა დაპირისპირების წერტილებში
„პრემიერს ვერ და არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რა ხდებოდა იმ კონკრეტულ მომენტში, კონკრეტული დაპირისპირების წერტილებში“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის სახით, ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, სამართალდამცავები ვალდებული არიან, შესაბამისი ინსტრუქციები შეასრულონ. „მას [პრემიერ-მინისტრს] რა თქმა უნდა, არ ჰქონდა ასეთი სურვილი და რა თქმა უნდა, ეს არ არის ხელწერა, მაგრამ როდესაც სამართალდამცავ სისტემაზე და კონკრეტულ ადამიანებზე შტურმის სახით, მათ სიცოცხლეს აყენებენ საფრთხის ქვეშ, მათ აქვთ შესაბამისი ინსტრუქციები და ვალდებულება, დაიცვან როგორც თავისი, ასევე კოლეგისა და მოქალაქის სიცოცხლე“, - აღნიშნა გახარიამ. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ხელწერას, გახარიამ აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვაა. „ჩვენი ხელწერა არის შტურმის და შეტევის დროს სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა. იქ თუ სადმე რაღაცას გადავაჭარბეთ და გადავამეტეთ, ჩვენი ხელწერა უნდა იყოს ამაზე სრული პასუხისმგებლობის აღება და პასუხისგება. სხვანაირად სამართლებრივ და ჯანსაღ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. სხვანაირად, ყოველ ისტორიულ პერიოდში ვიქნებით ძალადობრივი მეთოდებით ხელისუფლების ცვლილების მონობაში და ტყვეობაში. ეს არ მოგვცემს არანაირ საშუალებას იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ჩვენი დემოკრატიული განვითარება. ეს არის სწორედ ის პასუხისმგებლობა, რომელზეც ვსაუბრობ. ეს ის პასუხისმგებლობაა, რომლის პირობებშიც ჯალათს თუ სისხლისმსმელს დამიძახებენ, არანაირი მნიშვნელობა ამას ჩემთვის არ აქვს, ისევე როგორც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამ სავარძელში ვიჯდები თუ არა. დღეს მიზანი არის ის, რომ ქვეყანაში არ მოხდეს ძალადობრივი თავდასხმებით და შტურმებით ხელისუფლების ცვლილების თუნდაც მცდელობა“, - განაცხადა შს მინისტრმა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)