|
2019-06-27 18:23:00, 2377 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ ალავიძე ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს 22-ე კონფერენციას დაესწრო
„მოხარული ვარ, რომ ვიზიარებ იმ შესანიშნავ მომენტს, როდესაც ჩვენ Heritage Foundation-ის საქართველოში საქმიანობის 25 წელს ვზეიმობთ. იმ დროს საქართველო უმძიმეს ვითარებაში იყო, ხოლო ახლა ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ მოწინავე პოზიციები გვიკავია სხვადასხვა რეიტინგებში. რა თქმა უნდა, ქვეყნის პროგრესში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენს მეგობრებსა და მოკავშირეებს, მათ შორის აშშ-ს მთავრობას, რომელიც წლების განმავლობაში ურყევ და ძალიან მნიშვნელოვან ქმედით მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს ქვეყანას" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ალავიძემ ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს 22-ე წლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის მოადგილის შეფასებით, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მაღალი პოზიციები, რა თქმა უნდა, საამაყო და ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს ერთგვარი გამოწვევაცაა - მაღალი სარეიტინგო პოზიციები კიდევ უფრო მეტ სტიმულს იძლევა შემდგომი განვითარებისთვის. „მსურს მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს, მის ფინანსურ ინსტიტუტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო გუნდებს მხარდაჭერისთვის და იმ ერთობლივად განხორციელებული საქმიანობისთვის, რამაც ასე დააწინაურა საქართველო. ეს მდგრადი განვითარების საწინდარია და დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენი მხარდაჭერით კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ" - აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ. ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს 22-ე წლიური კონფერენცია, მისი ორგანიზატორების განცხადებით, მიზნად ისახავს ქართულ-ამერიკული სავაჭრო-ეკონომიური ურთიერთობების გაღრმავებას და საქართველოს განვითარების ახალი გზების ძიებას. კონფერენციის ფარგლებში კერძო კომპანიების წარმომადგენლები განიხილავენ საქართველოსთვის პრიორიტეტულ სფეროებში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ინვესტიციებს. ეს სფეროებია ენერგეტიკა, მეტალურგია, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, საფინანსო სექტორი და ა.შ. კონფერენციაზე ასევე შედგა Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის საიუბილეო 25-ე გამოცემის პრეზენტაცია, საქართველოს მიერ მიღწეული შედეგებისა და არსებული გამოწვევების ანალიზი. ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭო ამერიკული არასამთავრობო ბიზნესასოციაციაა, რომელიც დაარსებულია 1998 წელს. მისი მიზანია ქართულ-ამერიკული საქმიანი და სავაჭრო ურთიერთობების წახალისება და წევრი კომპანიების მხარდაჭერა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)