07:48 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 17:34:33, 1344 ნახვა

კომენტარი
​მენაბდე: სასამართლომ თქვა, რომ პროკურატურის არგუმენტები უსაფუძვლო იყო და 91 დეპუტატი მწარედ შეცდა

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამარტლოს გადაწყვეტილება, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიასთვის გირაო შეფარდების თაობაზე, "ქართულ ოცნებას" მძიმე ვითარებაში აყენებს.

"მელიას საქმეზე სასამართლომ "ოცნება" მძიმე ვითარებაში ჩააყენა. ამ გადაწყვეტილებით მან თქვა, რომ პროკურატურის არგუმენტები უსაფუძვლო იყო და 91 დეპუტატი მწარედ შეცდა, როდესაც კონკრეტული დეპუტატის პატიმრობაში გაშვება დასაშვებად მიიჩნია. იმუნიტეტი პოლიტიკური აზრით ძალიან მაღალი დაცვის სტანდარტია. როცა პარლამენტი მის მოხსნაზე მსჯელობს მან უნდა გაითვალისწინოს არა მხოლოდ ის, არის თუ არა წინასწარი პატიმრობის საჭიროება, არამედ დამატებით ისიც რამდენად შეუწყობს ეს ხელს პოლიტიკურ სტაბილურობას. ახლა კი რა გამოვიდა? ფაქტობრივად სასამართლომ თქვა, რომ მელიას დაპატიმრება სისხლის სამართლის პროცესის მიზნებისთვისაც კი არ იყო საჭირო. რა მოხდა ძნელი ასახსნელია, ერთადერთი რასაც ახლა ხელისუფლება შეიძლება ჩაებღაუჭოს "დამოუკიდებელ სასამართლოზე" მითითებაა", - წერს ვახუშტი მენაბდე Facebook-ის საკუთარ გვერდზე. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics