|
2015-07-03 13:31:52, 343 ნახვა
პოლიტიკა
საჯარო მოხელეები პრემიებს სამუშაოს შესრულების მიხედვით მიიღებენ
საჯარო მოხელეები პრემიებს და დანამატებს სამუშაოს შესრულების მიხედვით მიიღებენ. აღნიშნულს "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელის ეკატერინე ქარდავას ინფორმაციით, დღეს მთავრობის სხდომაზე მოიწონეს. "კანონი ემყარება მნიშვნელოვან პრინციპებს, რაც გვაძლევს საშუალებას შევქმნათ ერთიანი საჯარო სამსახურის სისტემა და გვყავდეს საჯარო მოხელე, რომელიც დამსახურებაზე ორიენტირებული სისტემის საფუძველზე კარიერულ წინსვლას განახორციელებს. საჯარო სამსახურში პირს ექნება მყარი გარანტიები, დასაქმების სისტემა იქნება გამჭვირვალე. საჯარო მოხელის გათვისუფლება, დაექვემდებარება მხოლოდ კანონში გაწერილ კრიტერიუმებს. წესრიგდება ასევე პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგო, დანამატი, კონკრეტულად რა შემთხვევაში გაიცემა დანამატი, პრემია. პრემია იქნება წახალისების ფორმა და მიბმული იქნება სამუშაოს შესრულების შედეგებზე. დანამატის გაცემა დასაშვები იქნება კლასის გათვალისწინებით, ხელმძღვანელის მიერ დავალებული ზე განაკვეთური სამუშაოს ან განსაკუთრებული საპასუხისმგებლო საქმიანობის განხორცილებისთვის", - აღნიშნა ქარდავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)