|
2019-06-27 16:46:18, 1255 ნახვა
კომენტარი
ფოფხაძე: „ქართული ოცნების“ სტანდარტი საკუთარ ხალხზე პირდაპირი ძალადობაა
„ჩვენ დავინახეთ, რომ „ქართული ოცნების“ სტანდარტი საკუთარ ხალხზე პირდაპირი ძალადობაა“, - ასე ეხმიანება პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე პრემიერ-მინისტრის 20 ივნისის დარბევამდე გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ აქციის დარბევა „ქართული ოცნების“ სტანდარტი არ არის. ფოფხაძემ აღნიშნა, რომ ეს დღეები ისტორიაში შევიდა როგორც „ქართული ოცნების“ შავი ლაქა. „ისტორიას ვერავინ ვერ გადაწერს და ის დღეები, რაც ჩვენ გადავიტანეთ, ამ ხელისუფლების ისტორიაში როგორც შავი ლაქა უკვე ჩაწერილია, ამას აღარაფერი აღარ შეცვლის. რა დასაბუთებაც არ უნდა იყოს პრემიერის მხრიდან, რომ ამას ჰქონდა რაღაც ობიექტური წინაპირობები , ის 15 წუთით ადრე, სანამ დაიწყებოდა დარბევა, საზოგადოებას არწმუნებდა, რომ მსგავსი რამე „ქართული ოცნების“ სტანდარტი არ არის. შემდეგ, მთელი ღამის მანძილზე, ჩვენ დავინახეთ, რომ სტანდარტი არის ძალიან მძიმე, პირდაპირ ძალადობა საკუთარ ხალხთან მიმართებაში. ის როდის მოერევა თავის თავს, ჩამოყალიბდება და შეძლებს ამის ახსნას, ეს მისი საქმეა, მაგრამ ისტორია ნამდვილად აღარ გადაიწერება“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)