|
2019-06-25 18:06:33, 1236 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ჩვენ ქვეყანაში სრულად არის დაცული ტურისტების უსაფრთხოება, მათ შორის, რუსი ტურისტების
დედაქალაქის მერი ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და მედიის დასმულ შეკითხვებს უპასუხა. კახა კალაძის განცხადებით, ქართველი ერი ტოლერანტი ერია, რომელსაც მასპინძლობა არასდროს შეშლია. მისივე თქმით, ქართული საზოგადოება ოკუპაციას გონიერებით და განათლებით უნდა დაუპირისპირდეს და არა ემოციით, რომელიც ისევ მას დააზარალებს. „მე, როგორც დედაქალაქის მერმა, ძალიან კარგად ვიცი, თუ როგორ ვითარდებოდა ზოგადად ტურიზმი თბილისში. ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სექტორის წინსვლა და განვითარება, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად მეტი და მეტი ტურისტი ჩამოდიოდა საქართველოში და ეს ტენდენცია მზარდი იყო. ამის პარალელურად მეტი სასტუმრო შენდებოდა, მეტი ჰოსტელები ჩნდებოდა, მეტი კაფე-ბარები ჩნდებოდა. ეს ძალიან ბევრ ადამიანს აძლევდა დასაქმების შესაძლებლობას და იყო მათი შემოსავლის წყარო. რა თქმა უნდა, რუსეთის გადაწყვეტილება, რომელიც მოვისმინეთ, არის ძალიან ცუდი, სამწუხაროა. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ქართველი ხალხი ეროვნული ნიშნით არანაირი ფობიებით არ გამოირჩევა არცერთი ხალხის მიმართ და ამის დამადასტურებელი ის მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტული ტრადიციებია, რომელიც გვაქვს. ტურისტების უსაფრთხოებაზე იყო საუბარი და მინდა აღვნიშნო, რომ ტურისტების უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში დაცულია, მათ შორის რუსი ტურისტების. მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ, შეუძლიათ ჩამობრძანდნენ. ჩვენ ოკუპაციას გონიერებით უნდა ვებრძოლოთ, განათლებული, ჭკვიანი ხალხი ვართ ქართველები და არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ისევ ჩვენ დავზიანდეთ. იმას, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, განათლებით, გონიერებით, ეკონომიკური წინსვლით უნდა ვებრძოლოთ”, - აღნიშნა კახა კალაძემ.
(NS)
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)