|
2019-06-25 14:09:35, 1570 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი: „ნაცმოძრაობამ“, პოლიტიკურმა შავმა ჭირმა, დაგეგმა ძალადობრივი აქტი, ხალხი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დაგეგმა, ორგანიზება მოახდინა ამ ძალადობრივი აქტის, გამოიყენა ხალხი საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის", - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებაში მშვიდობა შენარჩუნებულიყო, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა მათ ძალადობისკენ მოუწოდა. "კოლეგებო ამ ემოციურ ფონზე ძნელია სიმშვიდის მნიშვნელობაზე ვისაუბრო. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხალხმა აგვირჩია იმისთვის, რომ გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენი ემოციები და გარანტია და პასუხისმგებლობა ავიღოთ ამ ქვეყნის მშვიდობაზეც, სტაბილურობაზეც და უსაფრთხოებაზეც და ადამიანის უფლებებზეც. ამ დარბაზიდან დღეს საზოგადოება ელის არა ჩვენი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების დემონსტრირებას, არამედ ობიექტურ შეფასებებს და დასკვნების გამოტანას. რაც იმ საღამოს მოხდა, ძალადობრივ აქტს ვგულისხმობ, მესმის რომ იყო საფუძვლიანი პროტესტი, რაზეც აბსოლუტურად ადექვატური პასუხი გაეცა ყველასგან. ჩვენ იმის ნაცვლად რომ ეს ერთიანობა შეგვენარჩუნებინა, მაშინვე შავბნელმა პოლიტიკურმა ძალებმა, ეგრევე გაუღვივდათ პოლიტიკური მადა და მშვიდობიანი მიტინგი გადაზარდეს ძალადობრივ აქტში. ამას ჭირდება ერთმნიშვნელოვანი შეფასება, ამაზე უნდა ითქვას, რომ დიახ, ნაციონალურმა მოძრაობამ, ამ პოლიტიკურმა შავმა ჭირმა, დაგეგმა, ორგანიზება მოახდინა ამ ძალადობრივი აქტის, გამოიყენა ხალხი საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის, თავი აარიდა ყველანაირ პასუხისმგებლობას და შეტევა განახორციელა სახელმწიფო ინსტიტუტებზე მინიმუმ მათი დასუსტების მიზნით, მინიმუმ ქვეყნის დასუსტების მიზნით და რა თქმა უნდა, მიზანი და ამოცანა იყო რომ რევოლუციურ აქტში გადაეზარდათ. ეს არის სამარცხვინო ქცევა, ამას ჭირდება ერთმნიშვნელოვანი შეფასება", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)