09:29 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-25 12:58:47, 1037 ნახვა

კომენტარი
ზოიძე: სადისტების ადგილი გმირი პოლიციელების გვერდით არ არის - ენმ-ს წევრებმაც უნდა აგონ პასუხი

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, 20-21 ივნისის დროს აქციის დაშლისას მომხდარ მოვლენებზე პასუხისმგებლობა არა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, არამედ კონკრეტულმა პოლიციელებმა უნდა აიღონ, ვინც ძალას გადაამეტეს.

მისი მტკიცებით, ძალოვნებს დამიზნებით სროლაზე ბრძანება არ მიუღიათ.

"იმის გამო რომ ჩვენ გვყავს დასახიჩრებული ახალგაზრდები ამაზე პასუხი აუცილებლად ვინმემ უნდა აგოს. უნდა აგონ კონკრეტულმა ადამიანებმა მათ შორის ე.წ. ოპოზიციიდან. გახარიამ დაიცვა ეს ქვეყანა კიდევ უფრო დიდი უბედურებისგან, იმიტომ რომ "ინტოქსიური" "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ისარგებლეს გულანთებული ახალგაზრდების პროტესტით. რა თქმა უნდა, იყო იქ ძალის გადამეტება აუცილებლად უნდა დაისაჯონ ისინიც, ვინც დამიზნებით ისროდა. სადისტების ადგილი გმირი პოლიციელების გვერდზე არ არის", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics