|
2019-06-21 17:35:40, 1602 ნახვა
კომენტარი
გახარია: ყველა ის ადამიანი, რომელიც თავისი მოწოდებებით პროვოკაცია გაუწია აქციის მონაწილეებს, უმკაცრესად დაისჯება
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა ის პირი, რომელმაც აქციის მონაწილე წააქეზა უმკაცრესად იქნება დასჯილი. გახარიას თქმით, უწყება აგრეთვე სამარტალდამცველების შესაძლო გადამეტების ფაქტებსაც შეისწავლის. "პოლიტიკოსებმა და პარტიების კონკრეტულმა წარმომადგენლებმა ერთმანეთს დაუპირისპირეს მოქალაქეები და პოლიცია, ამასობაში 22:00 საათის შემდეგ არც ერთი იქ არ ყოფილა. ახალგაზრდები და პოლიციელები შეატოვეს ერთმანეთს. ეს იყო რთული აქცია. პოლიციამ მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება, სანამ ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე. პოლიციელები საერთოდ არ განძრეულან, იდგნენ და ასრულებდნენ კანონს. იქ სადაც გადამეტების ფაქტი იყო, ამას დეტალურად შევისწავლით და შესაბამისი რეაგირება გვექნება. ყველა ის ადამიანი, რომელიც მოუწოდებდა და მოახერხა და ორგანიზება გაუწია მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ აქციაში გარდაქმნას, უკმაცრესად იქნება დასჯილი. ეს იყო ურთულესი ღონისძიება, რომლის ძირითადი რისკი იყო სამოქალაქო არეულობა ქალაქში. ყველა ის ადამიანი, რომელიც თავისი მოწოდებებით გააზრებულად თუ გაუაზრებლად პროვოკაცია გაუწია აქციის მონაწილეებს, უმკაცრესად დაისჯება", - განაცხადა შს მინისტრმა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)