|
2019-06-20 15:32:09, 1096 ნახვა
კომენტარი
კობახიძე გავრილოვის მიერ მისი სავარძლის დაკავებაზე - როგორც კი შემატყობინეს, მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება
„როგორც კი შემატყობინეს ამ ფაქტის თაობაზე, მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება და ასეთი ფორმით სესიის გაგრძელების არდაშვება“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მისი სავარძლის დაკავებას. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ის რაც დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოხდა ძალიან მძიმე სანახავიიყო. „რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20% და ამის ოფიციალური წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი, იჯდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამეზე, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალიან მძიმე სანახავია. მე სამწუხაროდ არ მქონდა მყისიერად საჯაროდ რეაგირების საშუალება, გამომდინარე იქედან, რომ არ ვარ საქართველოში. როგორც კი შემატყობინეს ამ ფაქტის თაობაზე, მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება და ასეთი ფორმით სესიის გაგრძელების არ დაშვება. ასეთი იყო მოვლენების განვითარება. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. ამაზე ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ გუშინაც, როდესაც ვმონაწილეობდი სესიის გახსნაზე და იმ ქმედებებს, რომელიც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციიდან, ბუნებრივია არ აქვს არაფერი საერთო არც ქრისტიანობასთან, არც მართლმადიდებლობასთან და ეს არის ის ფაქტი, რაზეც ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება. ის რაც ვიხილეთ პარლამენტის სხდომათა დარბაზში იყო აბსოლუტურად მიუღებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, თბილისში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა იმართებოდა, რომელსაც ანტიქარტული რიტორიკის მქონე რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვიც ესწრებოდა. ასამბლეა გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. აღნიშნულმა ფაქტმა ქართულ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. მოქალაქეებმა ყოფილ პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს და რუსი დეპუტატები სირცხვილის კორიდორში გაატარეს. დღეს ასამბლეამ პარლამენტში გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ მას ხსენებული გავრილოვი უძღვებოდა. დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძელიც დაიკავა. ამან "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" გაღიზიანება გამოიწვია. მათ გავრილოვის მიერ სხდომის ჩატარება გააპროტესტეს, რის შემდეგაც ასამბლეა შეწყდა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)