|
2019-06-18 09:22:39, 1242 ნახვა
ეკონომიკა
Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ
პროგრამა Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ. კონკურსის ფარგლებში სულ 40-მდე აპლიკაცია შემოვიდა და ჟიურიმ, მათ შორის, ექვსი საუკეთესო პროექტი შეარჩია. ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები 2019 წლის ივლისსა და აგვისტოში აქტიურად იმუშავებენ თავიანთ იდეებზე Impact Hub Tbilisi-ში და მენტორების დახმარებით, რეალისტურ ბიზნესგეგმებს შეიმუშავებენ. Social Impact Award ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამაა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც 20 ქვეყანაში ერთობლივად მიმდინარეობს. პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში და ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს თავიანთი იდეების განსახორციელებლად. Social Impact Award უკვე მესამე წელია საქართველოში, Impact Hub Tbilisi-ის ორგანიზებით და საქართველოს ბანკისა და UNDP-ს მხარდაჭერით ხორციელდება. 2019 წლის ფინალისტი პროექტებია:
Impact Hub Tbilisi-მა საქართველოში პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო. სამი წლის განმავლობაში ვორქშოფები ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რომელსაც საერთო ჯამში 500-მდე სტუდენტი დაესწრო. “Impact Hub Tbilisi პროგრამა Social Impact Award-ის საშუალებით ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე. წელს პროგრამის ფარგლებში 6 ფინალისტი გუნდი შეირჩა, ექვსივე მათგანი ძალიან აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს” - აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)