|
2019-06-15 11:15:36, 897 ნახვა
რეგიონი
ქობულეთში მდებარე საწარმოს მასშტაბური რეინვესტირება ხორციელდება
აჭარაში, ქობულეთში მდებარე ტექსტილის საწარმოს მასშტაბური რეინვესტირება ხორციელდება. დღეს თორნიკე რიჟვაძემ საწარმოს გაფართოების მიმდინარე სამუშაოები ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად დაათვალიერა. საწარმოს გაფართოებით ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 მილიონი ლარით გაიზრდება და დამატებით 500 მდე ადამიანის დასაქმება იქნება შესაძლებელი. როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, საწარმოს გაფართოება კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ბიზნესის წარმოებისთვის ქვეყანაში და რეგიონში ხელსაყრელი პირობებია შექმნილი. "დავათვალიერეთ არსებული ტექსტილის საწარმოს გაფართოების სამუშაოები. აქ დამატებით 2 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელდება და რაც მთავარია, მუნიციპალიტეტიდან დასაქმდება 500 ადამიანი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მუნიციპალიტეტში თანაბრად ვითარდებოდეს ეკონომიკა და ჩვენს მოქალაქეებს ქონდეთ მეტი შესაძლებლობები დასაქმების თვალსაზრისით. ეკონომიკაზე დგას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ოჯახების უკეთესი ხვალინდელი დღე" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ქართული ექსპორტიორი კომპანია შპს „აჭარა ტექსტილი" 2008 წლიდან საფეიქრო მრეწველობის დარგში მოღვაწეობს და წლების განმავლობაში თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima და ა.შ. აღსანიშნავია, რომ კომპანიას რეგიონში სამი საწარმო აქვს განთავსებული და დასაქმებული ყავს 3000 საქართველოს მოქალაქე. სამივე პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 80 000 000 ლარს შეადგენს.
(NS)
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)