|
2019-06-13 18:23:12, 1302 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: აშშ-ში საქართველო განიხილება, როგორც პოლიტიკურად სტაბილური, გამჭვირვალე და უსაფრთხო საინვესტიციო ქვეყანა
„საქართველო განიხილება, როგორც პოლიტიკურად სტაბილური, გამჭვირვალე და უსაფრთხო საინვესტიციო ქვეყანა, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი ბიუროკრატია, მაღალია საკომუნიკაციო ეფექტურობა, ხოლო საგადასახადო ტვირთი - დაბალი. ეს ფაქტორები აყალიბებს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს. საქართველო მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მე-3 კონფერენციაზე გამოსვლისას, რომლის ერთ-ერთი სესიის სახელწოდება იყო: „ვაჭრობა და კომერცია: რეგიონალური ჰაბი ეკონომიკური ზრდისთვის". ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს, რომელთა შორისაც იყვნენ ინვესტორები აშშ-დან, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატების შესახებ გააცნო და განაცხადა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ადასტურებენ პოზიტიურ მოლოდინებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მიმართ. ქვეყნის ეკონომიკურ ტენდენციებზე საუბრისას ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ინვესტიციები რეალურ სექტორში (ძირითადად ენერგეტიკა და ტრანსპორტი), ექსპორტის დივერსიფიკაცია, ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესება და ტურისტული ნაკადების გაზრდა იქნება მთავარი მამოძრავებელი ფაქტორები, რაც დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკურ საქმიანობაზე. ამასთან, მისი თქმით, სტრუქტურული რეფორმების შედეგად მშპ-ის ზრდის პოტენციური დონე კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ ველოდებით, რომ უახლოეს წლებში ზრდის ტემპი მის პოტენციურ დონეს გადააჭარბებს. ნათია თურნავა აშშ - ში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)