|
2015-07-01 18:40:53, 371 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: თავდაცვის სამინისტროში იმ ადამიანის ადგილი არაა, ვინც შესაძლოა ადამიანების წამების ორგანიზატორი, ან შემსრულებელი ყოფილიყო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მოკლული პოლკოვნიკის სერგო თეთრაძის მეუღლის, ნანა თეთრაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც ნანა თეთრაძე აცხადებს, მისი მეუღლე ბაჩო ახალაიასა და მეგის ქარდავას თვალწინ აწამეს, ჯაშუშობა რომ ვერ აღიარებინეს, თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს და წამებით მოკლეს. მისივე თქმითვე, ადამიანები, რომლებიც მისი ქმრის წამებაში მონაწილეობდნენ, თავდაცვის სამინისტროში ახლაც თანამდებობებზე არიან. თინა ხიდაშელის შეფასებით, თავდაცვის სამინისტროში, ისევე როგორც არც ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში, არ არის ადგილი არც ერთ ადამიანის, ვინც შესაძლოა ორგანიზატორი, თანამონაწილე, ან შემსრულებელი ყოფილიყო ადამიანების წამებისა და მკვლელობის უმძიმეს დანაშაულებში. "დღეს გავეცანი ამ ინფორმაციას. ამასთან, თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მისთვის, როგორც უწყების ხელმძღვანელისთვის, სრულიად მიუღებელია დაუსაბუთებელი ბრალდება, რომელიც სამინისტროს დისკრედიტაციას ახდენს და უწყებისა და ყოველი თანამშრომლის ღირსების დასაცავად ყველაფერს გააკეთებენ. "ამასთანავე, ჩემთვის როგორც თავდაცვის მინისტრისთვის სრულიად მიუღებელია ნებისმიერ დაუსაბუთებელი ბრალდება რომელიც ამ დაწესებულების დისკრედიტაციას ახდენს და სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს მისი როგორც უწყების, ასევე ყოველი თანამშრომლის, ოფიცრის ღისების დასაცავად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)