09:42 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-11 18:13:33, 2635 ნახვა

მსოფლიო
რუსი ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა

პორტალ „მედუზას“ გამომძიებელი ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა, - ამის შესახებ „მედუზა“ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

პორატლის ცნობით, მას შინაპატიმრობიდან დღესვე გაათავისუფლებენ.

გოლუნოვის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციებზე სამართალდამცველებმა ათობით ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, ჟურნალისტი ივან გოლუნოვი 6 ივნისს, მოსკოვში დააკავეს. ოფიციალური ვერსიით, მას ჩხრეკისას „გაურკვეველი სუბსტანციის“ შეკვრა უპოვეს, რაც გამოძიების მტკიცებით, „მეფედრონი“ (სინთეტიკური ამფეტამინი) აღმოჩნდა. ჟურნალისტს აკრძალული ნივთიერების ფლობასა და მისი გასაღების მცდელობას ედავებოდნენ.

თავად გოლუნოვმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ მანამდე ეს შეკვრა არასდროს უნახავს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გოლუნოვს ადვოკატის ნახვის საშუალება პოლიციის განყოფილებაში გადაყვანიდან 14 საათის შემდეგ მისცეს. იურისტმა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეს მყოფი ნაცემი იყო. გარდა ამისა, ჟურნალისტის მიმართ კიდევ ერთი უფლება დაირღვა - მას ზარის განხორციელების შესაძლებლობაც არ მიეცა. ასევე, პოლიციამ უარი თქვა, აეღო თითის ანაბეჭდები მისი ჩანთიდან, რათა გაერკვია, შეხებია თუ არა გალუნოვი ოდესმე იმ შეკვრას, რომელიც „აღმოუჩინეს“.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი - ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კარგად ვითარდება
ერდოღანი - ვულოცავთ ქართველ ხალხს, მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics