|
2019-06-10 12:13:19, 1979 ნახვა
ეკონომიკა
მიქაბაძე: Global finance-ის შეფასება საქართველოში ინვესტირების განხორციელებით დაინტერესებული წრეებისთვის დადებითი გზავნილია
„ავტორიტეტულო გამოცემის Global finance - ის შეფასება დადებითი გზავნილია საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირების განხორციელებით დაინტერესებული საფინანსო წრეებისთვის, რადგან მათთვის საქართველოში არსებობს არა მხოლოდ ლიბერალური და რეგიონში ერთერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ბიზნეს გარემო, არამედ განხორციელებული რეფორმები და მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკა უზრუნველყოფს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას და ინვესტიციების დაცულობას“, - ასეთი კომენტარი გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ Global finance - ის შეფასების მიმართ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამოცემაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკურ გარემოს და მიმზიდველს ქმნის ჩვენს ეკონომიკას უცხოელი ინვესტორებისთვის. „საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია პროაქტიული პოლიტიკის გატარება უცხოელ ინვესტორებთან, ბიზნეს კლიმატის კიდევ უფრო გაუმჯობესება და შესაბამისად, ცოდნასა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ახალი ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში," - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. ავტორიტეტულმა საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ Global Finance - მა საქართველო, ეკონომიკურ სტაბილურობაზე, მმართველობისა და ბიზნეს რეგულაციების ხარისხის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანებს შორის დაასახელა. Global Finance - მა საქართველო იმ ქვეყნებს მიაკუთვნა, რომლებიც საყურადღებოა მკვეთრი ზრდისა და ინვესტორების მხრიდან ინტენსიური ინტერესიდან გამომდინარე. აღნიშნულ ჯგუფში საქართველო არის მოწინავე ევროპის ქვეყნებს შორის. Global Finance-ის აღნიშნული შეფასებისას ეყრდნობა ხუთ ეკონომიკურ კომპონენტს: მშპ-ს ზრდის პროგნოზს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ცვლილებას, კორუფციის აღქმას ქვეყანაში, ქვეყნის კონკურენტუნარიანობას და ბიზნესის კეთების სიმარტივეს. ამასთან, ეკონომიკური კომპონენტების მიხედვით, საქართველო ხვდება ტოპ 10 საუკეთესო შედეგის მქონე ქვეყნებს შორის ბიზნესის კეთების სიმარტივის და კორუფციის აღქმის კომპონენტის მიხედვით. Global Finance-ი საქართველოს აღწერს როგორც ქვეყანას, რომელიც ხასიათდება ბიზნეს გარემოს სწრაფი გაუმჯობესებით, მაღალი ზრდითა და ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობით.
(NS)
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)