|
2019-06-08 13:48:36, 1274 ნახვა
რეგიონი
ბათუმის დაჯილდოების საკითხი World Travel Awards-ზე დღეს გაირკვევა
დღეს, რამდენიმე საათში გაირკვევა შეძლებს თუ არა ბათუმი ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტულის მოპოვებას. პორტუგალიაში, ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული „World Travel Awards"-ის დაჯილდოებაზე ბათუმი პირველად არის წარდგენილი. ღონისძიებაზე დასასწრებად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მთავრობის დელეგაციის წევრებთან ერთად პორტუგალიაში იმყოფება. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით აღნიშნული ჯილდოს მოპოვება გაზრდის ტურისტების რაოდენობას რეგიონში და ქალაქის ცნობადობას ახალ მასშტაბებს შესძენს. ,,გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ ბათუმი შეძლებს მოიპოვოს ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული. დაჯილდოებას უამრავი წამყვანი მედიასაშუალების ჟურნალისტი ესწრება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ქალაქი მსოფლიო მასშტაბით ასეულობით რეიტინგული ტელევიზიის ფოკუსში მოექცევა. ეს იქნება პირველ რიგში ჩვენი ქალაქის, რეგიონისა და ქვეყნის წარმატება მსოფლიო მასშტაბით," - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. „World Travel Awards"-ის დაჯილდოების ცერემონია პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება. მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. World Travel Awards»-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები და ა.შ. ბათუმისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს 28 აპრილის ჩათვლით ღონისძიების ოფიციალურ საიტზე შეეძლო.
(NS)
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)