|
2019-06-04 13:30:17, 1947 ნახვა
ეკონომიკა
მულტიფუნქციური ჩატ-ბოტი „ბილაინისგან“ - პირველად ქართული ტელეკომის ინდუსტრიაში
ბილაინმა, საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრმა, მომხმარებლების მომსახურების კიდევ უფრო გამარტივებისა და გაუმჯობესების მიზნით, ახალ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ჩატ-ბოტი სუპერ • ბი დანერგა. ჩატ-ბოტი ქართულად საუბრობს და ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს, Facebook Messenger-ის მეშვეობით. შესაბამისად, სუპერ • ბი-ს გამოყენებისთვის საკმარისია მომხმარებელს ჰქონდეს Facebook-ის ანგარიში. ჩატ-ბოტის შექმნაზე იმუშავა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ექსკლუზიურად მომუშავე ქართულმა კომპანიამ Pulsar AI. საქართველოს ტელეკომუნიკაციების ინდუსტრიაში სუპერ • ბი პირველი მულტიფუნქციური, მესინჯერზე დაფუძნებული ჩატ-ბოტია, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს უკვე ბევრი მომსახურების მიღება შეუძლია, მათ შორის:
სამომავლოდ სუპერ • ბი ახალ ფუნქციებსაც შეიძენს და მომხმარებლებს კიდევ უფრო სრულყოფილ მომსახურებას შესთავაზებს. ბილაინის მიზანია, უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მარტივი იყოს მომხმარებლისთვის კომპანიასთან კომუნიკაცია და ბილაინის მომსახურებებისა თუ პროდუქტების გამოყენება. სუპერ • ბი-სთან დასაკავშირებლად, ეწვიეთ: https://www.facebook.com/superbuperb/
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)