|
2019-06-03 18:57:37, 2079 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: ჩვენი მიზანია, შევქმნათ თანამედროვე ცოდნის დონითა და ტექნოლოგიური განვითარებით კონკურენტუნარიანი ქვეყანა
„ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებასთან, კერძო სექტორთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობარ ქვეყნებთან თანამშრომლობით, შევქმნათ თანამედროვე ცოდნის დონითა და ტექნოლოგიური განვითარებით კონკურენტუნარიანი ქვეყანა და ამ პროცესში თქვენ, სტუდენტებს, მომავალ თაობას უმნიშვნელოვანესი როლი გეკისრებათ", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი გამოშვების საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, ქვეყნის წინსვლა, მოქალაქეთა კეთილდღეობა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობა, მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, უპირველესად ცოდნას უნდა დაეფუძნოს. „ახალგაზრდობის ინტელექტის, უნარებისა და შესაძლებლობების სრულად გამოყენება, ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევის უმთავრესი წინაპირობაა. მით უფრო, თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც ცოდნისა და ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე გვაყენებს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. მისი განცხადებით, განთლებისა და მეცნიერების სფეროთა მუდმივი სრულყოფა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების მხარდაჭერა, ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)