|
2019-06-03 10:34:49, 634 ნახვა
რეგიონი
ბრიტანულ მედიაში აჭარაზე სტატიები და ბლოგები გამოქვეყნდება
ბრიტანელი ბლოგერები და ჟურნალისტები აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიებსა და ბლოგებს ამზადებენ. წამყვანი ბრიტანული ონლაინგამოცემების წარმომადგენლებმა რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმოგზაურეს. ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაოებების მონახულების შემდეგ ისინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, მტირალას ეროვნულ პარკსა და მთიან აჭარას სტუმრობდნენ, სადაც ადგილობრივი სამზარეულო და ღვინო დააგემოვნეს. რეგიონის ისტორიასა და წარსულს ჟურნალისტები ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაეცნენ. გარდა ბრიტანელი ჟურნალისტებისა, მაისში რეგიონს მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტები პოლონეთიდან, ისრაელიდან და ბელარუსიდან სტუმრობდნენ. უახლოესს პერიოდში კი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს გერმანიიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ელოდება. „ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენი მოწვევით1000-ზე მეტი ბლოგერი, ჟურნალისტი და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი სტუმრობდა რეგიონს, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჟურნალისტებმა საკუთარი თვალით ნახონ ის ტურისტული პროდუქტები, რასაც ვთავაზობთ პოტენციურ ტურისტებს რეგიონში სტუმრობისას. ბუნებრივია ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ნაწილი ჩვენი კამპანიებისა, რადგან მილიონობით აუდიტორიაზე გადის ჟურნალისტების მიერ პირველწყაროდან მიღებული ინფორმაციები. ამ კუთხით მნიშვნელოვანი იყო მედიატური დიდი ბრიტანეთიდან. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ნებისმიერი მსგავსი ტიპის აქტივობებს ევროპული ქვეყნებიდან, რადგან ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტია მეტი ევროპელი ტურისტი რეგიონში. წელს, პირველად გვემატება ჩარტერები სამი ევროპული ქვეყნის დედაქალაქიდან, რაც ბუნებრივია ხელს შეუწყობს ქვეყანაში ევროპელი ტურისტების მოზიდვასა და რეგიონის პოპულარიზაციას“, - აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი.
(NS)
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)