|
2015-06-30 17:50:37, 361 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი: ისტორიული გადაწყვეტილების მიღება ასე მარტივად არ უნდა ხდებოდეს
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების ფორმა მიუღებელია. როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისტორიული გადაწყვეტილებების მიღებას მეტი მსჯელობა სჭირდება და მსგავსი საკითხები ასე მარტივად არ უნდა მტკიცდებოდეს. „ფორმა მიუღებელი იყო, ისტორიულ გადაწყვეტილებას მეტი მსჯელობა სჭირდება, ასე მარტივად არ უნდა ხდებოდეს ისტორიული გადაწყვეტილებების მიღება. თქვა პრემიერმა და ესენიც დაეთანხმნენ, ეს დაბალი პოლიტიკური კურსის მაჩვენებელია“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. ცნობისთვის, თბილისის საკრებულომ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების საკითხი 30 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა, კენჭისყრაში მონაწილეობა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრებს არ მიუღიათ. ოპოზიცია აეროპორტისთვის რუსთაველის სახელის მინიჭების წინააღმდეგი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)