|
2019-05-31 15:46:08, 1772 ნახვა
ეკონომიკა
ონლაინ სივრცეში „ლიბერთის“ ახალი ინოვაციური პლატფორმა onoff.ge ამოქმედდა
„ლიბერთის“ ახალი ინოვაციური ონლაინ პლატფორმა onoff.ge მომხმარებელს დროის, ფულის და ენერგიის დაზოგვას ვებ გვერდის მეშვეობით, ნებისმიერი საბანკო ბარათის გამოყენებით ნებისმიერი ტექნიკის შეძენას სთავაზობს. ინოვაციური სიახლე, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს. ბაზარზე არსებული, მსგავსი ონლაინ გვერდებისგან განსხვავებით, მაღალი ხარისხის ფოტო სურათებით ონლაინ დათვალიერებისა და ტექნიკური პარამეტრების დეტალური შესწავლის გარდა, მომხმარებელს პროდუქციის პარამეტრების შედარების მოქნილი და მარტივი სისტემის გამოყენება შეუძლია. Onoff.ge-ს არის ყველაზე დიდი ონლაინ კატალოგი, ქართულ ენაზე და მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება მსოფლიოში და საქართველოში არსებულ მაღაზიებში კონკრეტული ნივთის ფასისა და ტექნიკური პარამეტრების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება, შედარება და შეძენა. უახლოეს მომავალში შენაძენის გაკეთება შესაძლებელი იქნება როგორც ერთიანი გადახდით, ასევე საბანკო საკრედიტო პროდუქტების მეშვეობით. ლიბერთის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და უსაფრთხოების გუნდი არაერთ ინოვაციურ პროექტზე მუშაობს და მათგან ერთერთია onoff.ge - სრულიად უსაფრთხო და სანდოობის მაღალი ხარისხით გამორჩეული ვებგვერდი, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია ტრანზაქციის სწრაფად და უსაფრთხოდ განხორციელება. უახლოეს მომავალში Onoff.ge კიდევ უფრო გაფართოვდება და მას საყოფაცხოვრებო ტექნიკის სრული კატალოგი დაემატება.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)