21:15 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-30 18:00:52, 804 ნახვა

რეგიონი
სამცხე-ჯავახეთის რეგიონს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 მაღალი გამავლობის მანქანა გადაეცა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 მაღალი გამავლობის მანქანა გადაეცა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემავტოპარკის სამედიცინო ეკიპირება პირადად გააცნო მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილს. 2 ავტომობილი ასპინძის, 2 - ახალქალაქის, ხოლო 1 - ნინოწმინდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ სამსახურებში განაწილდება. 

ევროსტანდარტების მიხედვით, სამედიცინო წესით აღჭურვილისპეც-მანქანებით ყველა სიმძიმის პაციენტისთვის სრულფასოვანი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაა შესაძლებელი.  ავტოტრანსპორტი ყველა სირთულის რელიეფზე გადაადგილებისთვის არის გათვალისწინებული და მისი საშუალებით, სამედიცინო დახმარების მიწოდება ყველაზე მიუდგომელ ადგილებშიც კი, შეუფერხებლად განხორციელდება. 

4 სპეც-მანქანასაგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრსაშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ, ხოლო 1 - ჯანდაცვის სამინისტრომ გადასცა. 
მანქანების განაწილება რეგიონში პირველადიგადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics