|
2019-05-30 11:41:11, 1091 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: წლების განმავლობაში გატარებულმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, პრობლემებით სავსე სტრუქტურა დაგვიტოვა
სამწუხაროდ, წლების განმავლობაში გატარებულმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ჩვენ მემკვიდრეობაში გარკვეული პრობლემებით სავსე ეკონომიკური სტრუქტურა დაგვიტოვა, - ამის შსახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო ფორუმზე „კახეთი 2019“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ძლიერი რეგიონი ძლიერ ქვეყანას ნიშნავს და ამისთვის მიზანმიმართული პოლიტიკის წარმოებაა საჭირო. მისივე განცხადებით, მსგავსი ფორუმები საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება. „მნიშვნელოვანია, რომ კახეთში, ჩვენს ულამაზეს კუთხეში ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. სპეციალურად მინდა, ხაზი გავსუვა ამ სიტყვას - ტრადიციას, ვინაიდან აღნიშნული ფორუმი მომავალშიც, ყოველწლიურად გაიმართება. იცით, რომ ჩვენ, განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ რეგიონალურ განვითარებაზე. ჩვენ, გვწამს, რომ ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს. ამასთან ერთად, ჩვენ ეკონომიკურ პოლიტიკაში განსაკუთრებულ პრიორიტეტს ვანიჭებთ ინკლუზიურ ზრდას, ისეთი ტიპის ზრდას, რომელიც შეეხება საქართველოს თითოეულ მოქლაქეს. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში გატარებულმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ჩვენ მემკვიდრეობაში გარკვეული პრობლემებით სავსე ეკონომიკური სტრუქტურა დაგვიტოვა. ბუნებრივია, ამ ყველაფერს სჭირდება მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ ეს შევცვალოთ და ქართული ეკონომიკა გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი, უფრო ინკლუზიური. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა რეგიოანლურ განვითარებას ენიჭება განსაკუთრებული როლი. ჩვენთვის ძალიან მნიშვენელოვანი იყო 2018 წელი, განსაკუთრებით კახეთის რეგიონისთვის, ვინაიდან სწორედ 2018 წელს რთველი, რომელიც ჩავატარეთ , ყველაზე წარმატებული იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლო წლებში გადადგმულმა ნაბიჯებმა მოგვცა კონკრეტული შედეგი, თუმცა ჯერ კიდევ შორს ვართ იმ ნიშნულიდან, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ. ჩვენი შეფასებით, მხოლოდ კახეთის რეგიონი რომ ავიღოთ, ეკონომიკური პორტენციალის 25% არის მხოლოდ გამოყენებული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ამ ულამაზეს კუთხეში გავქვს ეკონომიკის განვითარების ძალიან დიდი რესურსი. რაც მთავარია, ინკლუზიური განვითარების. ძალიან მიხარია, რომ დღეს დარბაზში ვხედავ ჩვენს მეწარმეებს, მიხარია, რომ ვხედავ უცხოელ მეწარმეებსაც, რომლებსაც სურვილი აქვთ საქრთველოში ინვესტიციები განახორციელონ. სწორედ, მსგავსი ფორმატები უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენ, თქვენი თვალით ნახოთ საქართველოს ყველა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)