|
2019-05-29 17:36:59, 1489 ნახვა
კომენტარი
რულოვსი: მიშა უკრაინაში გმირულად ბრუნდება და რამდენიმე თვის ამბავია, ვიდრე ქართულ მიწაზე ღირსეულად დადგამს ფეხს
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ახლო მომავალში ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნებასაც შეძლებს. როგორც რულოვსი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, სააკაშვილი კიევში გმირულად ბრუნდება. "2-თვიანმა თავდაუზოგავმა ბრძოლამ ზუგდიდში, რომელშიც აქტიურად შემომიერთდნენ ადამიანები, ვისაც ჩემი გამარჯვების სწამდა, თავისი ირიბი შედეგი გამოიღო. ხალხმა ცხადად დაინახა, რა თავხედურად ართმევს მას გამარჯვებას ივანიშვილი - მისთვისვე მოპარული ფულით, სუსის და კრიმინალების გამოყენებით. არჩევნებად მონათლულმა სუსის ამ სპეცოპერაციამ, საქართველოს ყველა მოაზროვნე მოქალაქე დაარწმუნა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რადგან ასე გარდაუვალია - უარესი სიღატაკე, უარესი განუკითხაობა, უარესი შეურაცხყოფა. ჩვენს ხალხს არ დაუმსახურებია იცხოვროს ისეთ გაჭირვებასა და უუფლებობაში, როგორიც ვნახეთ ზუგდიდში და რაც არის მთელს საქართველოში. მოთმინების ფიალა ივსება. უკვე იგრძნობა, რომ ხალხი უფრო და უფრო ძლიერი საპროტესტო ხმით დაიცავს საკუთარ უფლებებს. ამის ნიშნებს ვხედავთ ყველგან, ბოლო კვირაში მაგალითად ჭიათურაში, სხვაგანაც. მოქალაქეების ძირითადი უფლებების შელახვით პროტესტს კი ვერ აქრობენ, აძლიერებენ. ასეთ პირობებში კი ხალხი აუცილებად დაიძვრება შუშის სასახლისკენ, ივანიშვილისთვის იმის სათქმელად, რომ მისი ხელისუფლების დრო ამოიწურა და, რომ ცვლილება მართლაც სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებით უნდა გაფორმდეს. მე აუცილებლად ვიქნები ამ საერთო ეროვნულ ბრძოლაში, როგორც ქართველი ვაჟების დედა და ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული რიგითი მოქალაქე! საქართველოს თავისი უალტერნატივო ლიდერი და პატრონი ჰყავს და ჩემი სახით არ სჭირდება დროებითი შემცვლელი. ლამის 7 წელია ვხედავთ, რომ საქართველოდან უსამართლო დევნის პირობებში, მიშა შორიდან ქმნის აქ პოლიტიკურ ამინდს და ყოველდღიურ რეჟიმში გვიჩვენებს, თუ როგორ სწამს, როგორ სჯერა ამ ქვეყნის პოტენციალისა და მისი თავისუფალი მომავლის, როგორც იბრძვის ამისთვის, ახლა უკვე სამშობლოში დასაბრუნებელ ემიგრანტებთან ერთად. ის დღეს უკრაინაში გმირულად ბრუნდება და მჯერა, რამდენიმე კვირის ან თვის ამბავია მანამ, სანამ ქართულ მიწაზე ღირსეულად დადგამს ფეხს! მანამდე, ქალბატონ სალომეს საპარლამენტო მანდატი ოპოზიციონერის ხელში გადავა - შალვა შავგულიძეს მეც წარმატებას ვუსურვებ 9 ივნისს! რაც შეეხება პრეზიდენტად დანიშნულ ამ გაუგებრობას, დარწმუნებული ვარ, მასაც ხალხი მიუთითებს სახლისკენ იმავე ჩექმებით სწრაფი ნაბიჯებით სვლას, რომლებითაც შეაბიჯა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში", -წერს რულოვსი.
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)