|
2019-05-29 14:05:18, 589 ნახვა
რეგიონი
„საქართველოს მელიორაციის“ ტექნიკურმა დირექტორმა მარნეულის მუნიციპალიტეტს სატუმბი სადგურის რეაბილიტაციის პროექტი წარუდგინა
შპს „საქართველოს მელიორაციის“ ტექნიკურმა დირექტორმა, თენგიზ ლაკირბაიამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს, ზაურ ტაბატაძეს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს იმირასანის მაგისტრალურ არხზე შაუმიანი-ხიხანის ახალი სატუმბი სადგურის მოწყობის და არქევანის არსებული სატუმბი სადგურის რეაბილიტაციის პროექტი წარუდგინა. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სატუმბი სადგური, სადაწნეო მილსადენები, წყალგამანაწიებელი კვანძები, წყალშემკრებები და სხვა სამელიორაციო ნაგებობები. საქართველოს მელიორაციის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით სატუმბი სადგურები 3 სოფლის 1060 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს უზრუნველყოფს სარწყავი წყლით. პროექტის განხორციელების აუცილებელი კომპონენტია მოსახლეობის მხრიდან წვეთოვანი მორწყვის სისტემების მოწყობა, რაც უზრუნველყოფს წყლის არსებული დებეტის რაციონალურად განაწილებას. საჭიროების შემთხვევაში, კომპანია მზადაა ადგილობრივებს დაეხმაროს ტექნიკური საკითების გადაწყვეტაში. წვეთოვანი სისტემა მორწყვის ტრადიციულ, მიგდებით მორწყვის წესზე ბევრად მომგებიანია, ვინაიდან ელექტროენერგიის, წყლის და სასუქის ნაკლებ რესურსს საჭიროებს. გარდა ამისა, წვეთოვანი სისტემის გამოყენება ხელს უწყობს მოსავლიანობის ზრდას. სარწყავი წყლის დაზოგვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ გავითვალისწიებთ, სარწყავი სეზონის განმავლობაში ნალექების ნაკლებობას, რაც შესაბამისად აისახება საირიგაციო სისტემებში წყლის დებეტზე. პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 3 920 000 ლარი. მოსახლეობის მხარდაჭერის და მათი მხრიდან მორწყვის თანამედროვე ტექნოლოგიის - წვეთოვანი სისტემის გამოყენებისათვის მზაობის შემთხვევაში პროექტის განხორციელება წელს დაიწყება.
(NS)
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)