13:27 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-23 18:02:46, 1345 ნახვა

კომენტარი
ლევან დავითაშილი: ყურძნის ფასის სუბსიდირებას არ ვაპირებთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ყურძნის ფასის სუბსიდირებას არ აპირებს.

როგორც მინისტრმა განმარტა, მევენახეობის დარგის სუბსიდირება სხვაგვარად - მივიწყებული ვაზის ჯიშების აღორძინების სახით მოხდება.

 „ყურძნის ფასის სუბსიდირებას ჩვენ არ ვაპირებთ - მარტივი და მოკლე პასუხი ეს არის. რაც შეეხება დარგის სუბსიდირებას, ჩვენ სხვადასხვა ფორმით ვაგრძელებთ, მათ შორის პროექტში „დანერგე მომავალი“ ვენახების გაშენებას ვაფინანსებთ. ჩვენ იშვიათ, თითქმის მივიწყებულ, მაგრამ პოტენციალის მქონე ვაზის ჯიშების რეალურ ცხოვრებაში დაბრუნებას თანადაფინანსების რეჟიმში ხელს შევუწყობთ. ანუ, დარგის სუბსიდირება არის, მათ შორის სოფლის მეურნეობის სხვადასხვა ქვედარგის, მაგრამ ყურძნის ფასის სუბსიდირებას არ ვაპირებთ, ამაზე მკაფიოდ გიპასუხებთ. ყურძნის ფასს ბაზარი განსაზღვრავს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics