|
2019-05-22 17:02:15, 1175 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი - მხარს ვუჭერთ შალვა შავგულიძეს, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ
„რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ შალვა შავგულიძეს მთაწმინდაზე, იქაც ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური“ მოძრაობის რეიტინგი „ოცნების“ რეიტინგს გაუტოლდა, რაც მნიშვნელოვან წინსვლას ნიშნავს. „მაგრად მივიწევთ წინ, გამოკითხვები ნახეთ? პირველად „ნაცმოძრაობა“ გაუტოლდა „ოცნებას“ გამოკითხვებში, სადაც ხალხი, როგორც წესი, სიმართლეს არ ამბობს, მინიმუმ გვაქვს ორმაგი უპირატესობა და ეს გაიზრდება. ივანიშვილის პირადი რეიტინგი კატასტროფულად დაბალია და ხალხს ის უბრალოდ ეზიზღება. ეს ის საფუძველია, რაზეც ასევე დადგება ჩვენი გამარჯვება. ახლა ჩვენ უნდა გადავიდეთ შემდეგ გეგმაზე. ჯერ ერთი, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ შავგულიძეს მთაწმინდაზე და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ იქაც, მაგრამ მთავარი ასევე არის, თუ რას ვეტყვით ჩვენს ხალხს. ხალხი ითხოვს არგაჩერებას, ხელების ჩამოშვებაზე და დანებებაზე საერთოდ არ ვლაპარაკობ“, - განაცხადა სააკაშვილმა. შეგახსენებთ, 19 მაისს, მთაწმინდის ოლქში პარლამენტის რიგგარეშე შუალედური არჩევნები ჩატარდა. ვინაიდან ამომრჩეველთა ხმების 50% ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნა. მეორე ტურში მაჟორიტარობისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე და „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი, შალვა შავგულიძე იბრძოლებენ.
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)