|
2019-05-21 14:37:51, 1341 ნახვა
ეკონომიკა
მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პორტზე: სახელმწიფო ინვესტორის კომერციულ რისკებს ვერ დააზღვევს
„ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა ჯერ კიდევ მოლაპარაკების საგნად რჩება“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველა სხვა საკითხზე მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია. „ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ყველაზე რთული სახელმწიფოს მხრიდან სწორედ ეს იქნება, რადგანაც სახელმწიფოს ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა არ შეუძლია. ეს არის ის პოზიცია, სადაც ჩვენ ბანკებთან და კონსორციუმთან იმასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, თუ რა დამატებითი ინსტრუმენტების გამოყენებაა შესაძლებელი ამ კომერციული რისკების დასაზღვევად ისე, რომ სახელმწიფოს ამ რისკების დაზღვევა არ მოუწიოს , რა საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო ინსტრუმენტები ან, უშუალოდ, ბანკების ინსტრუმენტები არსებობს ამისთვის, რომ ინვესტორს ამ რისკების დაზღვევაში დაეხმაროს და შესაბამისად, ყველანი ამ მიმართულებით ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილები. დანარჩენ საკითხებს რაც შეეხება, პრაქტიკულად ყველა საკითხზე პრინციპული თანხმობა გვაქვს მიღწეული. სახელმწიფომ უმეტესწილად ყველა ის მოთხოვნა გაიზიარა, რომელიც ბანკების მხრიდან იყო. დღეს, ჩვენი შეხვედრის შემდეგ, შეხვედრა სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება რამდენიმე სამინისტროს, ბანკების და როგორც ინვესტორის, ასევე ჩვენი იურისტების მონაწილეობით, რომლებიც ეცდებიან დღის განმავლობაში ამ ცვლილებების უფრო დეტალური ფორმულირება მოახდინონ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. მისივე თქმით, პროექტის დაწყების ვადა გადაიწევს. „პროექტის ვადებს რაც შეეხება, 15 ივნისია ვადა, რომელიც ჩვენ გვქონდა დათქმული მხარეებს შორის. რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოსაც, ბანკებსაც და ინვესტორსაც დამატებითი დრო გვჭირდება, ჩვენთვის 15 ივნისის ვადა პრინციპული არ არის. ჩვენთვის პრინციპულია, რომ ამ ხელშეკრულებას დადებითი დინამიკა ჰქონდეს, ამიტომ ჩვენ გარკვეული პერიოდით კიდევ გადავწევთ ამ ვადას, რომ ეს მოლაპარაკება გაგრძელდეს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)