20:28 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-20 14:20:28, 842 ნახვა

რეგიონი
დაბა შუახევის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? პედაგოგებს შორის ჩატარდა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და შუახევის რესურსცენტრის ორგანიზებით, დაბა შუახევის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? პედაგოგებს შორის ჩატარდა.

ინტელექტუალურ თამაშს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ვიცე-სპიკერი მერაბ კარანაძე, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

საკმაოდ საინტერესო ტურნირის შემდეგ საპრიზო ადგილი შუბნის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები ჩანჩხალოს და ბრილის საჯარო სკოლის გუნდებმა გადაინაწილეს.

საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს შესაბამისი პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.


 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics