|
2019-05-17 14:23:52, 1447 ნახვა
ეკონომიკა
„პსპ დაზღვევა“ „TBC დაზღვევის“ გენერალურ დირექტორს ღია წერილით მიმართავს
„პსპ დაზღვევა“ „TBC დაზღვევის“ გენერალურ დირექტორს, პაატა ღაძაძეს ღია წერილით მიმართავს. წერილში „TBC დაზღვევის“ მიერ ჯანმრთელობის პროდუქტის წარდგენაზეა საუბარი. „პსპ დაზღვევაში“ აცხადებენ, რომ ბანკების არაპროფილური საქმიანობა ჯანსაღი და სამართლიანი კონკურენციის პირობების ჩამოყალიბებას ეწინააღმდეგება. „ჯანმრთელი ბიზნესი აღიარებს კონკურენციის სამართლიან და გამჭვირვალე პირობებს. დღევანდელი სადაზღვევო სექტორი საკმაოდ მაღალი კონკურენციით ხასიათდება, ჯანსაღი კონკურენცია ბიზნესის განვითარების მოტივატორიცაა, როდესაც სექტორში მოღვაწე ყველა კომპანია თანაბარ პირობებშია და დაზღვევით დაინტერესბულ პირს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია არჩევანის გაკეთება. ბანკების არაპროფილური საქმიანობა ბევრ, მათ შორის სადაზღვევო სფეროში, ჯანსაღი და სამართლიანი კონკურენციის პირობების ჩამოყალიბებას ეწინააღმდეგება. ჯანსაღი კონკურენცია მნიშვნელოვანია არა მარტო ამ სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის, არამედ მომხმარებლისთვის არჩევანის თავისუფლებისა და მათი უფლებების დაცვისთვის. „TBC დაზღვევის“ მიერ ჯანმრთელობის პროდუქტის წარდგენის დროს თქვენს მიერ გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებითაც ისევე აქტიურად გამოიყენებთ „TBC ბანკის“ რესურსებს, როგორც ეს ქონების და ავტოდაზღვევის სფეროში მოწინავე პოზიციების მოსაპოვებლად ეფექტიანად გამოიყენეთ. ცნობილი ფაქტია, რომ ბანკი ძალიან დიდი ხელშემწყობი რესურსია დაზღვევის ბიზნესში. ბანკის რესურსების გამოყენება ეფეტიანად შესაძლებელია ბევრი მიმართულებით; მაგალითად: კლიენტების ბაზა, წვდომა კორპორატიული ორგანიზაციების ფინანსურ ბრუნვებზე, ორგანიზაციებსა და ბანკებს შორის საკრედიტო/სასესხო ვალდებულებები და კავშირები, რომელიც ბუნებრივად იწვევს სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებაზე გავლენის მოხდენის საშუალებას. ამ საშუალებების აგრესიულად გამოყენება არასამართლიანი და არაჯანსაღი კონკურენციის გამოხატულებაა. მაგალითად: ბანკის კლიენტების ბაზა ძალიან დიდი ინფორმაციაა ფიზიკურ პირებზე, რომლებიც საცალო დაზღვევის პროდუქტების მნიშვნელოვანი სეგმენტია და ამ ბაზის არასამართლიანად გამოყენება ერთ-ერთი ფაქტორია თიბისი დაზღვევის საცალო მიმართულებით მოპოვებული წარმატებაში. ამ ორი ფაქტის კავშირი უკვე ცხადყოფს რა მნიშვნელოვანი, ხელჩასაჭიდი და ეფექტური ინსტრუმენტია ბანკი სადაზღვევო კომპანიისთვის. რა იგულისხმება ჯანსაღ კონკურენციაში? მარტივად იგულისხმება, რომ დღეს ბანკთან ასოცირებულ/აფილირებულ, ან ბანკის მფლობელობაში მყოფ სადაზღვევო კომპანიებს აქვთ რამდენიმე უპირატესობა, რაც ცალსახად კონკურენციის შეზღუდვაა. ამ ფონზე, ვფიქრობთ უხერხულია ისაუბროთ სხვა ჯგუფების შემადგენელ კომპანიების განსხვავებულ მიმართულებებზე, როდესაც ჩვეულებრივი მოქალაქისთვისაც თვალნათელია, რა მარტივია ბანკის რესურსით ნებისმიერ სფეროში, განსაკუთრებით თანხმლებ პროდუქტების წარმატებით დანერგვა. ჩვენ ვთვლით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანსაღი კონკურენცია, როდესაც სადაზღვევო სერვისით მოსარგებლე, თავად წყვეტს ვინ იყოს მისი მზღვეველი, და მისი გადაწყვეტილება არ არის დამოკიდებული იმაზე თუ ვინ არის მისი პარტნიორი საბანკო ორგანიზაცია და იმედს ვიტოვებთ თქვენი კომპანიაც გაიზიარებს ამ საერთაშორისო სტანდარტულ მოთხოვნებს ჯანსაღ კონკურენციასთან მიმართებაში“, - ნათქვამია „ღია წერილში“.
(R)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)