|
2019-05-15 13:28:28, 1624 ნახვა
სამართალი
გასულ წელს ე.წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა 49 პირის მიმართ დაიწყო
გასულ წელს ე.წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა 49 პირის მიმართ დაიწყო, - ამის შესახებ პროკურატურის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, “ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის 27 პირი დააკავეს. "საქართველოს პროკურატურისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმის "ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლა. საუბარია “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებულ შემდეგ დანაშაულებზე: - “ქურდული სამყაროს“ წევრობა, “კანონიერი ქურდობა“; “ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა; “ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა და ასევე, “ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/“კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა ან ამ მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მიღება. „სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო “ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის - 27 პირის, “კანონიერი ქურდობისთვის“ – სამი პირის, “ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისთვის - 14 პირის, “ქურდული სამყაროს“ საქმიანობისთვის მხარდაჭერისთვის - 5 პირის და “ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/“კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა ან ამ მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის მიღებისთვის ორი პირის მიმართ. 2018 წელს გამოტანილი იქნა 11 განაჩენი, აქედან რვა - გამამტყუნებელი და სამი - გამამართლებელი- აღნიშნულია ანგარიშში. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ არის საკმაოდ მკაცრი. ყველა ბრალებულის მიმართ აღკვეთის სახით მოთხოვნილი იყო პატიმრობა, რაც სასამართლოს მიერ ყველა შემთხვევაში დაკმაყოფილდა. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს 2018 გაწეული საქმიანობის ანგარიში გუშინ წარუდგინა. დოკუმენტი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს", - ნათქვამია ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)