05:40 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-28 11:47:13, 343 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილის ოფიციალური ვიზიტი ერევანში დასრულდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ერევანში დასრულდა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილი და საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სრულიად სომხეთის კათოლიკოს გარეგინ II-ს  შეხვდნენ და სომხეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

ქართული მხარე ერევანში სომხეთ-საქართველოს სამართლებრივ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად 24 ივნისს გაემგზავრა. ფორუმზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ღონისძიების მონეწილეებს დაწვრილებით გააცნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სტრუქტურა, რეფორმები და მიღწევები.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა ჰოვანეს მანუკიანმა სასჯელაღსრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ოფიციალური შეხვედრები გაიმართა სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან და სომხეთის იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროს არტურ ოსიკიანთან. შეხვედრებზე მხარეები გამოცდილების გაზიარების მიზნით მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში სომხური დელეგაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში გამოცდილების გასაზიარებლად საქართველოს ეწვევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics