|
2019-05-13 21:48:12, 1633 ნახვა
სამართალი
ნათია მეზვრიშვილი - სოფელ ყანდაურაში მომხდარ მკვლელობას გამოძიებისას შსს-ს შეცდომა არ დაუშვია
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მათ შორის, კითხვა ეხებოდა სოფელ ყანდაურაში მომხდარ მკვლელობას და სამინისტროს მიერ თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციას. ჟურნალისტის კითხვაზე, დაუშვა თუ არა სამინისტრომ შეცდომა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მოხდა ბრალდებულის დაკავება და სამინისტრომ იმ მომენტში არსებული ინფორმაცია გაავრცელა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შეცდომა არ დაუშვია. ეს არის ძალიან ბუნებრივი პროცესი. პირველი ვისი დაკავებაც მოხდა და ამ საქმეში ბრალდებული ვინც გაჩნდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენ მოვაგროვეთ და შევკრიბეთ, საზოგადოებას დაუყოვნებლივ მივაწოდეთ ინფორმაცია. ოთხი ადამიანი იყო გარდაცვლილი და ბუნებრივია ინტერესი საზოგადოებაში იყო მაღალი. ასევე, გავავრცელეთ შემდგომ სხვა ინფორმაციაც, როდესაც გაჩნდა იქ გარკვეული კითხვის ნიშნები სხვა იარაღთან დაკავშირებით. თუ კიდევ ვინმეს დაკავება მოხდება, ახალი გარემოება გამოიკვეთება ამ საქმეზე, დამერწმუნეთ რომ ამაზეც ინფორმაციას მოგაწოდებთ. ვინც დაკავებული გვყავს, აბსოლუტურად ყველასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მტკიცებულებები გვაქვს თუ რამე განსხვავებული გამოიკვეთება დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)