|
2019-05-13 14:36:06, 1667 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: დაგეგმილი გვაქვს, რომ ენგურვარდნილი გავიყვანოთ მთლიანად თავის დადგმულ საპროექტო სიმძლავრეზე - 1640 მეგავატი
„ჩვენ გვაქვს გეგმა, აქტიური ტემპით გავაგრძელოთ ენგურვარდნილის კასკადის რეაბილიტაცია. პირველი ეტაპი 2016 წელს დასრულდა, ახლა დაგეგმილი გვაქვს და ვიწყებთ კვლევას, რომ ენგურვარდნილი გავიყვანოთ მთლიანად თავის დადგმულ საპროექტო სიმძლავრეზე, ისე, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული ჯერ კიდევ წინა საუკუნის 70-იან წლებში - 1640 მეგავატი", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც დღეს ენგურჰესი პირადად დაათვალიერა, კერძოდ, თაღოვანი კაშხალი და მისი მიმდებარე ტერიტორია. მინისტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბარნატორ ალექსანდრე მოწერელიასა და "ენგურჰესის" დირექტორთან ლევან მებონიასთან ერთად ადგილზე გაეცნო ენგურჰესის მუშაობას. ნათია თურნავას ინფორმაციით, პირვანდელი სახით აღდგება მთლიანად ენგურვარდნილის კასკადი. „ამისთვის ვიწყებთ კონკრეტულ სამუშაოებს, ეს არის მართლაც ისტორიული მომენტი, ენერგეტიკოსების ბევრი თაობის ნატვრა - ენგურვარდნილის კასკადი აღდგეს თავისი პირვანდელი ფორმით და მოემსახუროს სრულიად საქართველოს", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ვარდნილიჰესის კასკადი ოთხი ჰესისაგან შედგება. მათ შორის ერთი მუშა მდგომარეობაშია, #1,2 და 3 კი გაძარცულ მდგომარეობაში. თითოეული მათგანის დადგმული სიმძლავრე იყო 40 მგვტ. თითო სადგურში ორი აგრეგატი იყო, 20 მგვტ სიმძლავრით. სამივე სადგურის დადგმული სიმძლავრე იყო 120 მგვტ და საპროექტო გამომუშავება შეადგენდა 390 მლნკვტ.სთ-ს. აღნიშნული ჰესები განთავსებულია აფხაზეთში. 1990 -იან წლებში სამივე სადგური სრულად იქნა გაძაცული. სამივე ჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 80 -85 მლნ დოლარს (ღირებულება დაზუსტდება პროექტრების სტადიაზე). საქართველოს მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც ენგურჰესზე 2018-2021 წლებში დამასრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში იგეგმება ენგურის სადაწნეო გვირაბის რეაბილიტაცია, ჰიდრომექანიკური და ელექტრომექანიკური სამუშაოები, ასევე ენგურის წყალსაცავიდან დანალექი მასების ამოღება.
(NS)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)